logo
ENG



"საქართველო ოკუპირებულია რუსი ოლიგარქის მიერ" - თელავში საპროტესტო კარავი გაიშალა

06 დეკ 202013:12
3 წუთის საკითხავი
 

"არჩევნების გაყალბება ისჯება კანონით", "საქართველო ოკუპირებულია რუსი ოლიგარქის მიერ" - ამ წარწერებით აქტივისტებმა კარავი თელავში გაშალეს. 

ისინი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და უერთდებიან ოპოზიციის მოთხოვნას - დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. 

კარვები თელავის თეატრის წინ გუშინ საღამოს გაიშალა. თუმცა, აქტივისტებს სამართალდამცველებმა ღამის კარვებში გათენების უფლება არ მისცეს და მიზეზად ცენტრალური ქუჩების დეზინფექცია დაასახელეს. 

"წარვუდგინეთ კანონი, რომ ჩვენ სრული უფლება გვაქვს, ვიდგეთ აქ და ვაპროტესტოთ, შეზღუდვების მიუხედავად. პასუხად გვითხრეს, ცენტრალური ქუჩების დეზინფექცია უნდა ჩავატაროთ და ამიტომ დატოვეთ ტერიტორიაო".- ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი. 

მისივე თქმით, გუშინ ღამით თელავში დეზინფექცია არ ჩატარებულა და პატრულმა მშვიდობიანი აქცია ტყუილის საფუძველზე დაშალა. 

საპროტესტო კარვები ანალოგიური მოთხოვნებით გაშლილია ბათუმის მთავრობის სახლთან და თბილისში, პარლამენტის შენობასთან


close დახურვა